суббота, 28 мая 2016 г.

პირველი დღის რეფლექსია

1.ტრენინგის პირველი დღე , ვისაუბრეთ თუ რომელ კლასებს ვასწავლით, რა საგანს და რა მოლოდინი გვაქ ამ ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო Viewer-, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები.
გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორი Word- და გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და ქვესაქაღალდეები. რომლებიც მოვათავსეთ ძირითად საქაღალდეში, შესაბამისად ტრენინგის განმავლობაში მოვათავსებთ ყველა იმ დოკუმენტს რომელსაც ჩვენი პროექტისთვის შევქმინით, რაც გაგვიიოლებს მასალების მოძებნას. ასევე გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს. დავათვალიერეთ ინტელის ელ. სახელძღვანელში რამდენიმე პროექტიასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე, სადაც გავაკეთებთ რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.
ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა. გვესაუბრა საგამომცემლო პროგრამების სასარგებლო თვისებებზე, გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები,გვასწავლა შაბლონის დახმარებით ბროშურის შექმნა, ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა ბუკლეტი სახლში დასასრულებლად.


Комментариев нет:

Отправить комментарий